"პირველების" ფარცხალაძის სახლთან მისვლამ სრული განგაში გამოიწვია - ყოფილი პროკურორი იმალება
გაეყინება თუ არა ოთარ ფარცხალაძეს ქართული აქტივები? ამერიკის შავ სიაში მოხვედრილი ყოფილი პროკურორი ამ დრომდე გაუჩინარებულია. "ქართველ რუსს ოლიგარქად" წოდებული ფარცხალაძე, რუსეთში საქმიანობის პარალელურად, ბიზნესებს საქართველოშიც ფლობს.
"პირველების" მისვლმა დღეს ფარცხალაძის სახლთან სრული განგაში გამოიწვია. დაცვის სამსახური "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს გადაადგილებას უზღუდავდნენ, სცადეს კამერის დაზიანებაც, სცადეს მობილური ტელეფონის წართმევაც. დაცვის წარმომადგენლები ცდილობდნენ ოთარ ფარცხალაძემდე ჟურნალისტების ხმას არ მიეღწია. ყოფილი გენერალური პროკურორი მედიას ემალება.
ფარცხალაძე შავ სიაში პუტინის რეჟიმის დახმარების გამო მოხვდა. საქართველო კი ამერიკის დაწესებულ სანქციებს აღასრულებს. რაც იმას ნიშნავს,რომ წესით ფარცხალაძის უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები და მისი კომპანიების საქმიანობაა მინიმუმ გამოძიების საგანი უნდა გახდეს... ანუ მინიმუმ ახლა საგამოძიებო მოქმედებები ფარცხალაძის კუთვნილ კომპანიებში უნდა ტარდებოდეს.