არც ერთი სიტყვა ფარცხალაძის დასანქცირებაზე - პრემიერის დუმილი მთავრობის სხდომაზე
არც ერთი სიტყვა არ აღმოაჩნდა პრემიერს სათქმელი, რუსეთის აგენტობაში მხილებულ
მის თანაგუნდელსა და მისი ახლო გარემოცვის წევრზე. მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი სიტყვაც კი არ თქვა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.