"გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა" - ღარიბაშვილი

15.09.23 11:26
"გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა" - ღარიბაშვილი

გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა" - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის - თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით, - თქვა ღარიბაშვილმა.