პაპუაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ოლიგარქ ივანიშვილთან კავშირები ვერ უარყო

15.09.23 11:33
პაპუაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ოლიგარქ ივანიშვილთან კავშირები ვერ უარყო

"მე ხომ ხელისუფლებას წარმოვადგენ და გეუბნებით, რომ ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს", - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს და ასე ეხმაურება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.

თუმცა, შალვა პაპუაშვილი "პირველების" კითხვას აქვს თუ არა ფარცხალაძეს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი, უპასუხოდ ტოვებს და პასუხისმგებლობას მხოლოდ მთავრობასთან კონტაქტის ნაწილში იღებს. 

როგორც კერძო პირი ასეა მოხვედრილი ამ სანქციებში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ის არის საქართელოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში, ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან. ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ საქართველოზე. ერთადერთი სუბიექტი, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი.
 

10 წელი ადამიანს არანაირი კავშირი აქვს ხელისუფლებასთან. (ჟურნალისტის კითხვა - არც ბიძინა ივანიშვილთან, არც ღარიბაშვილთან?) მე ხომ ხელისუფლებას წარმოვადგენ და გეუბნებით, რომ ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. არის კერძო პირი, რომელიც კერძო საკითხებით არის დაკავებული, ამ სტატუსით მოხვდა ის ამ სიაში,“ - ამბობს პაპუაშვილი.

სამშობლოს ღალატის მუხლით უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ, ამ კითხვაზე შალვა პაპუაშვილი "პირველებს" პასუხს არ სცემს.