მაინტერესებს, დღესვე დაიწყება თუ არა გამოძიება ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში? - სამადაშვილი

15.09.23 11:41
მაინტერესებს, დღესვე დაიწყება თუ არა გამოძიება ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში? - სამადაშვილი

"ლელოს" აინტერესებს დღესვე დაიწყება თუ არა გამოძიება ამერიკის მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნებისგან" ამის შესახებ ჯერჯერობით პასუხები არ მოუსმენია.

ჩვენ მრავალი წელიწადია ვამბობთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეუფერხებლად აძლიერებდეს საკუთარ გავლენას რუსეთი და ესეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ამ სანქცირების მიღების გადაწყვეტილებით. მაინტერესებს, დღესვე დაიწყება თუ არა გამოძიება ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში. ჯერჯერობით მოვისმინეთ მხოლოდ ის განცხადება, რომ თურმე 10 წელიწადია ფარცხალაძე ჩვენ ქვეყანაში ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს, რაც არის საზოგადოების დაცინვა". - ამბობს სამადაშვილი.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად  სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.