ოთარ ფარცხალაძე აშშ-მა ყველაზე საშიშ დამნაშავეებთან ერთად დაასანქცირა - ვინ არის ონიშენკო

15.09.23 11:49
ოთარ ფარცხალაძე აშშ-მა ყველაზე საშიშ დამნაშავეებთან ერთად დაასანქცირა - ვინ არის ონიშენკო

რუსეთის დახმარება უკრაინის ომის დროს - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირეს ყველა ის პირი, ვისზეც პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს სხვადასხვა ფორმით ეხმაურებოდა. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარდა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები და ასევე "ვაგნერთან" კავშირში მყოფი პირებიც.

ერთ-ერთი პირი, ვისთანაც ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირში ამხელს აშშ ალექსანდრ ვლადიმიროვიჩ ონიშჩენკოა - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის ლიდერი და თანამდებობის პირია. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ონიშენკო ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის მოხდენის გამო დაასანქცირა. ის დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. 

ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძეზე გავლენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ.

სანქცირებულთა შორის არის პაველ პავლოვიჩ შეველინი. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ვაგნერის“ გასამხედროებულ დაჯგუფებასთან კავშირის გამო დაასანქცირა. ირკვევა, რომ ის კორეის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში მონაწილეობდა. 
სახდეპმა მოახდინა იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთან ერთადაც შეველინი დანაშაულს ჩადიოდა და „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლებისთვის რუსეთში იარაღს ეზიდებოდა. ესენი არიან ვალერი ჩეკალოვი და  იონგ ჰიიოკ რიმი.
 
კიდევ ერთი „შავ სიაში“ შეყვანილი პირია იკლერ დოღრუოლი, თურქეთის მოქალაქე ბიზნესმენი. ის არის კომპანია „აი დი შიფინგის“ დამფუძნებელი. მისი კომპანია რუსეთს ფედერაციას ელექტრონული კომპონენტების შესყიდვაში ეხმარებოდა და მათ რუსეთის მოქალაქეებზე ყიდდა. ამ გზით ის რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
ამ სანქციებით აშშ-ის მიზანია აღუკვეთონ პუტინს წვდომა ტექნოლოგიებზე  და ფინანსურ არხებზე, რომელსაც რუსი დიქტატორი უკრაინასთან ომის წარმოებისთვის იყენებს.