ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი - გვარმია
ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ სწორედ ფარცხალაძის მიერ ნაწილდება შავი ფული მოსამართლეებისა და პროკურორების არაფორმალური ხელფასებისთვის და სწორედ ის არის ივანიშვილის ნების გამტარი.
მასშტაბის სრულფასოვანი გააზრებისთვის: ორგანიზებული კრიმინალური ბანდის ლიდერი და ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს და პროკურატურის ე.წ. მაყურებელი. მის მიერ ნაწილდება შავი ფული მოსამართლეებისა და პროკურორების არაფორმალური ხელფასებისთვის (რასაც სასამართლოში ჩინჩალაძე და პროკურატურაში შოთაძე ანაწილებს), ის არის ივანიშვილის ნების გამტარი და "მომგვარებელი" სისტემისთვის მნიშვნელოვან საქმეებში (პირველ რიგში, სისხლის სამართლის და ფინანსურ დავებში).
ასეა დღემდე, ამ წუთამდე, როცა ამ სტატუსს ვწერ". - წერს გვარამია.
დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.