საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით. გაგრძელება იქნება! - დავით არახამია ფარცხალაძის დასანქცირებაზე
"საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით. გაგრძელება იქნება!," - ამ სიტყვებით ეხმაურება უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
არახამიას თქმით, პროცესები საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებით არ დასრულდება.
აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ФСБ-მ ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გამოიყენა. სახდეპი წერს, რომ ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრებოდა რუსეთში.