აშშ-მა ოცნებას შემოუთვალა, ვიცით რასაც წარმოადგენთ და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო - პაატა მანჯგალაძე
აშშ-მა ოცნებას შემოუთვალა, ვიცით რასაც წარმოადგენთ და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო- ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
მანჯგალაძის თქმით, ფარცხალაძის სანქცირება არის მკაფიო გზავნილი ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ პარტნიორებისთვის ცნობილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი კონტაქტი რუსეთთნ.
მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, რომ ფორმლურად მაინც დაიწყონ გამოძიება.
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ ყოფილი პროკურორის, ფარცხალაძის და მისი რუსი კურატორის სანქცირება არის მკაფიო გზავნილი ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ პარტნიორებისთვის ცნობილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირდაპირი კონტაქტი რუსეთთნ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მაღალი რწმუნებულებით პირდაპირ არის მითითებული, რომ ფარცხალაძე ფსბ-ს მოქმედი ჯაშუშია, რომელიც ცდილობდა საქართველოში გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხობრებაზე რასაც ერთი ადამიანი ვერ განახორციელებდა, ეს მიუთითებს რომ ნამდვილად არსებობს რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც იწყება ძალოვანი უწყებებით და სრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით.
ამაზე მიუთითბს ქვეყანაში ჩავარდნილი კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ამაზე მიუთითებს ჩავარდნილი ოპერატიული საქმიანობა, ამაზე მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა რგოლის ჩამოშლა. მოკლედ, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ და კალაძისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას შემოუთვალეს, ვიცით რასაც წარმოადგენთ, ვიცით ვისაც ემსახურებით და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო.
მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მესმის, რომ საკუთარ თავებს ვერ გამოავლენთ და ვერ დასჯით მაგრამ ფორმლურად მაინც დაიწყეთ გამოძიება” - აცხადებს პაატა მანჯგალაძე