რუსული სპეცსამსახური ივანიშვილის ხელით იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის - ბოკუჩავა

15.09.23 12:28
რუსული სპეცსამსახური ივანიშვილის ხელით იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის - ბოკუჩავა

რუსული სპეცსამსახური ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის ივანიშვილის ხელით იყენებდა - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავას თქმით, თუ ივანიშვილი მართლაც არ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას და დისტანცირდება ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებიდან, სანქციები ივანიშვილამდეც მივა.

გასაგებია აქ, ვისი ხელით იყენებდა რუსული სპეცსამსახური ფარცხალაძეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის. ეს არის ივანიშვილის ხელი და შესაბამისად, სანქციების გაფართოება გაგრძელდება და მივა მათ შორის ივანიშვილამდეც, თუ ივანიშვილი მართლაც არ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, ანუ არ დისტანცირდება ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებიდან". - ამბობს თინა ბოკუჩავა.

დაიწყებს თუ არა პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გამოძიებას? ეს ახლა მთავარი კითხვაა. ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს,  რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია... ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა. ამ გზით კი ფაქტობრივად  სანქციები ოლიგარქის ახლო გარემოცვას და პირადად ბიძინა ივანიშვილსაც მიუახლოვდა.