"სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე" - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 5-ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულმა რეზერვებმა.
"ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. 5-ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულმა რეზერვებმა. და ასევე მინდა ვთქვა, რომ, რაც სასიხარულოა, ბოლო 10 წელიწადში ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია... სულ სხვა ეკონომიკა არის წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. კომერციული ბანკების აქტივები, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 14 მილიარდი ლარი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი. 70 მილიარდი. ეს, რა თქმა უნდა, სულ სხვა ეკონომიკაა. საერთოდ სხვა მოცემულობაა და ამიტომ არის, რომ იგივე დეპოზიტები ვახსენე მე, თუ იყო 2 და 3 მილიარდი 2012 წელს, ახლა არის 22 მილიარდი დოლარში / ლარში. ჯამურად 48 მილიარდი. ეს არის შედეგი ჩვენი გუნდის, ჩვენი მმართველი პარტიის დაწყებული პოლიტიკის, რამაც აი, ეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის, ასე ვთქვათ, ნაყოფი."- განაცხადა პრემიერმინისტრმა.