მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მილიონს გამოყოფს

15.09.23 12:51
მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მილიონს გამოყოფს

ეკონომიკის სამინისტროს  2023 წლის ბიუჯეტი 23 მლნ-ით გაიზარდა, საიდანაც დიდი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას მოხმარდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გააკეთა. მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ₾500 მლნ-ით გაიზრდება.

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 23 მლნ ლარით, საიდანაც 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება. 3 მლნ ლარი კი მიემართება ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის განვითარებას”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.