"არანაირი მოკვლევა, უნდა იყოს ფართომასშტაბიანი გამოძიება" - გიგაური ფარცხალაძის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ოთარ ფარცხალაძის და ყველა იმ ადამიანის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრებს ემსახურებიან.
გიგაურის თქმით, შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ გვითხრა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი არის რუსეთის აგენტი, რაც საჭიროებს, არა მხოლოდ მოკვლევას და შესწავლას, რაც სუს-მა დაიყო, არამედ ფართომასშტაბიანი გამოძიებას.
შეერთებულმა შტატებმა გვითხრა, რომ ბატონი ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი. მათ ძალიან მარტივად გვითხრეს, რომ ის მუშაობდა რუსეთის ინტერესების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე და ყველა მისი აქტივობა ძირითადად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მას გავლენა მოეხდინა საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე რუსეთის ინტერესების შესაბამისად. ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რომ არსებობენ ქართველები, რომლებიც ემსახურებიან რუსების ინტერესებს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ არანაირი მოკვლევა და არანაირი შესწავლა საკითხის, ეს უნდა იყოს ფართომასშტაბიანი გამოძიება, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და რა თქმა უნდა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის მტრებს". - განაცხადა გიგაურმა "პირველებთან".
სანქცირებული ფარცხალაძის საქმის შესწავლა სუს-მა დაიწყო. ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მოკვლევა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე მიდის.
ამერიკამ ფარცხალაძე შავ სიაში რუსული გავლენების საქართველოში გაძლიერების გამო შეიყვანა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია. ფარცხალაძე არის პირველი ქართველი ვინც ამერიკამ სანქცირებულთა სიაში, რუსეთთან კავშირების გამო შეიყვანა.