სირცხვილია, 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე - დავით ბერიაშვილის დედა
"სირცხვილია, 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე," - ამ სიტყვებით მიმართავს შოვში გარდაცვლილი დავით დედა მთავრობას.
ია მერებაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა.
საქართველოს მთავრობა რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია...
რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს...
სირცხვილია, 20000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე..." - წერა ია მერებაშვილი.