ოსების ჯგუფი თრუსოს ხეობაში - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს
ოსების ჯგუფი თრუსოს ხეობაში - ოოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საფრთხეებზე საუბრობს. დეპუტატი ამბობს, რომ დე ფაქტო ცხინვალს თრუსოს ხეობაზე ტერიტორიული პრეტენზია გააჩნიათ, რაც საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია.
აქუბარდიასთვის გაუგეებრია, რატომ შეასრულა საქართველოს რუსეთის სურვილი.
რუსეთის საგარეოს, შვეიცარიის შესაბამის უწყებას ნოტა გაუგზანია ჩვენს საგარეო უწყებაში, გამოიყენეს, მათ შორის, პირადი კავშირებიც იმისთვის, რომ ჩრდოლოეთ ოსეთიდან პილგრიმაჟი მომხდარიყო თრუსოს ხეობაში. იქ, სადაც განსაკუთრებული რეჟიმია და ჩვენც საშვი გვჭირდება იმისთვის, რომ შევიდეთ აქ და ჩვენ ვნახეთ ინტერვიუები, როდესაც ისინი ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და საგანგაშო მოცემულობა არის ის, რომ თრუსოს ხეობაზე დე ფაქტო ცხინვალის სეპარატისტებს აქვთ ტერიტორიული პრეტენზია და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხე. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაში აწყობდა ან რა მიიღო საქართველომ იმით, რომ რუსეთის სურვილი შეასრულა, - ამბობს აქუბარდია.
თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათივე ცნობით, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. გამოყენებული იქნა პირადი კონტაქტებიც.