საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებზე მუშაობს - ლევან ბეჟაშვილი

15.09.23 15:38
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებზე მუშაობს - ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებზე მუშაობს, - ასე აფასებს აენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი თრუსოს ხეობაში ოსური დაჯგფების ჩასვლას. ოპოზიციის წევრის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაცული არ არის, "ოცნება" რუსეთის მოქალაქეებზე და მათ ინტერესებზე ზრუნავს. 

ეს არაფორმალური ურთიერთობები, საზოგადოების ყურადღების მიღმა ურთიერთობები, განაპირობებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოასხლეობა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნილება ასევე გარკვეულად, რომ მოინახულოს თავისი საკუთრება და ა.შ. , მათ არ ეძლევათ ანალოგიური მოქმედების საშუალება, რაც ნიშნავს, რომ ხელისფლება მუშაობს რუსეთის მოქალაქეებზე, რუსეთის ინტერესების გახორციელებაზე და არ იცავს იმვადროულად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათივე ცნობით,  ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. გამოყენებული იქნა პირადი კონტაქტებიც.