რა აეკრძალა ოთარ ფარცხალაძეს აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციებით
რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები და რა ეკრძალება ოთარ ფარცხალაძეს. სანქციები გულისხმობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ეკრძალება მიიღოს აშშ-ში რაიმე სახის ფინანსური სარგებელი, ასევე გადარიცხვა.
ასევე, ეკრძალება აშშ-ში შესვლა, ასევე აკრძალულია მასთან რაიმე ტიპის გარიგება, რაც დაეხმარება, რომ თავი აარიდოს დაკისრებულ სანქციებს.
- ოთარ ფარცხალაძეს ეკრძალება, მიიღოს: აშშ-ში მდებარე ყველა სახის ქონება და საკუთრება ან საკუთრების წილი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ის მოქალაქე, ან მომავალში ექნება ან გააკონტროლებს მას. შეუძლებელია მისთვის რამის გადახდა, ტრანსფერი და სარგებლის ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა.
- იკრძალება სანქცირებული პირისთვის თანხის, საქონლის, ან სერვისების მიწოდება. შესაბამისად, იკრძალება მისგან თანხის, საქონლის, ან სერვისების მიღება.
- ეკრძალება შესვლა აშშ-ის ტერიტორიაზე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მისი ქვეყანაში შესვლა აშშ-ის ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება.
- აკრძალულია ნებისმიერი გარიგება, რომელიც სანქცირებულ პირს დაეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებასა და დადგენილი ნორმების დარღვევაში.