ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო - არძინბა

15.09.23 15:50
ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო - არძინბა

ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო, - ეს ინფორმაცია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. ინალ არძინბას თქმით, ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს. 

ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დამოკიდებულია ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების სამომავლო ტრაექტორია”,- აღნიშნა ინალ არძინბამ.