ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში გაფრინდა
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში გაფრინდა. "პირველების" ინფორმაციით პრემიერმა ქვეყანა ნახევარი საათის წინ დატოვა.
ის შეერთებულ შტატებში ბორტი ნომერი 1-ით გაემგზავრა. ბორტი თბილისის აეროპორტში მზადებაში დღის ორ საათზე მოიყვანეს.
პირველებს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში დაუდასტურეს.
პრემიერი გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში - უთხრეს "პირველებს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში.