ვერტმფრენი ფარცხალაძის რეზიდენციაში - დატოვა თუ არა ყოფილმა პროკურორმა საქართველო?

15.09.23 17:01
ვერტმფრენი ფარცხალაძის რეზიდენციაში - დატოვა თუ არა ყოფილმა პროკურორმა საქართველო?

სად არის დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე და დატოვა თუ არა მან საქართველო? წყნეთში მისი რეზიდენციის ეზოში  ვერტმფრენი დღეს  დაჯდა. ამის  მეტის დანახვა იქ მისული "პირველების" გადამღები ჯგუფისთვის შეუძლებელი იყო, რადგან  ფარცხალაძის სახლი ციხე-სიმაგრეს ჰგავს და მას დიდი სიმაღლის გალავანი აქვს შემოვლებული. 

დაცვის სამსახურმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე თბილისშია. სწორედ ამ განცხადების შემდეგ კი მის ეზოში ვერტმფრენი გამოჩნდა. 

ადგილობრივები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მათ კარგად გაიგეს ვერტმფრენის ხმა.