China Southern Airlines საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურ ავიარეისებს 27 სექტემბრიდან იწყებს
China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.
"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს.
China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.
ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.