"მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება" - პაატა დავითაია თრუსოს ხეობაში ოსების ჩასვლაზე

15.09.23 17:40
"მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება" - პაატა დავითაია თრუსოს ხეობაში ოსების ჩასვლაზე

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია თრუსოს ხეობაში ოსეური ჯგუფის ჩასვლასთან დაკავშირებით გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. დავითაიას თქმით, არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. მისი თქმით, თუ კითხვებზე პასუხები გაცემული არ იქნება, ეს ცხადყოფს, რომ თრუსოს ხეობაში "დიპლომატიურ-მცოცავი" ოკუპაცია მიმდინარეობს. 

ვინ უზრუნველყო ოსების შემოყვანა, დროებით იქნებოდა ეს თუ მუდმივად, რა ფორმატში მოხდა, იყო თუ არა ეს განხილული ჟენევის ფორმატში. აგრეთვე, უნდა გაეცეს კითხვაზე პასუხი იმ თვალსაზარისით, რომ დარღვეული იყო თუ არა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში არის პირადი კონტაქტი. პირადი კონტაქტი, როდესაც არანაირი იურიდიული მხარე გაფორმებული არ არის, და ამაში ცალსახად ჩანს, რომ არც ჟენევის ფორმატში არ იყო განხილული, არც სხვა ფორმატში, არც დიპლომატიურ დონეზე. ე.ი., პირადი კონტაქტი არის უკვე დაზვერვითი ღონისძიებები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება. თუ ამ კითხვებზე პასუხები არ იქნება, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც არის საქართველოს წინააღმეგ, ფაქტობრივად, უკვე თრუსოს ხეობაში რაღაც დიპლომატიურ-მცოცავი ოკუპაციის ჭრილში გადაიზარდა, - ამბობს დავითაია. 

თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათივე ცნობით,  ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. გამოყენებული იქნა პირადი კონტაქტებიც.