რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა - EU-ის გამოკვლევა

15.09.23 17:54
რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა - EU-ის გამოკვლევა

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს, - საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა.

საქართველოს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

  • ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად (78%);
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%);
  • გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს;
  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი), მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%);
  • მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან ნეიტრალურ (32%) ჭრილში;
  • ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, რომლებშიც უფრო მეტი მხარდაჭერა მისასალმებელი იქნება.