კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებაზე მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლებაა - თამარ ხიდაშელი
"დემოკრატიის კვლევის ინსიტუტის" დამფუძნებელი თამარ ხიდაშელი ამობს, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამოქმედი გეგმის მიღება, აღნიშნული პუნქტის შესრულებას არ ნიშნავს. მესამე სექტორის წარმოამდგენელი ამბობს, რომ პრემიერის განცხადება, თითქოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით ხელისუფლება ყველაფერი გააკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება და არსებობს სხვა პუნქტებიც, რმოელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
ვერ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის მიღებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი შეასრულა. ვენეციის კომისია, ევროკავშირი გვეუბნება, რომ უამრავი პრობლემებია სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით. პოლარიზაცია არ არის დაძლეული და პირიქით, ხელისუფლების სულ ბოლო ნაბიჯი, რომელიც არის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება პრეზიდენტის მიმართ სრულიად გაუგონარი ბრალდებით, ეს არ უწყობს ხელს პოლარიზაციის შემსუბუქებას. ამიტომ პრემიერის ეს განცხადება, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რეალურად, სიმართლეს არ შეესაბამება. მთავარი პასუხისმგებელი კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებაზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, - ამბობს ხიდაშელი.