ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას და ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებასაც გეგმავს. ასამბლეაზე დასწრების მეორე დღეს კი უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლსა და კონგრესში გეგმავს მისვლას.