აშშ-მა ფეხებთან ისროლა და პატარა ბარტყი ფარცხალაძის სახით გამოავლინა, ბატონო ბიძინა, იგივე ბედი გელით - ხაბეიშვილი

15.09.23 18:24
აშშ-მა ფეხებთან ისროლა და პატარა ბარტყი ფარცხალაძის სახით გამოავლინა, ბატონო ბიძინა, იგივე ბედი გელით - ხაბეიშვილი

"ბატონო ბიძინა, იგივე ბედი გელით. დღეს ფეხებთან რომ ისროლა აშშ-მა და ეგ პატარა ბარტყი ფარცხალაძის სახით გამოავლინა, ნახეთ, თქვენს უარყოფას როგორ დაიწყებენ ერთმანეთის მიყოლებით," - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა "დღის ამბებიდან" ბიძინა ივანიშვილს.

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის მსგავსად მოუწევთ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტის უარყოფა მას შემდეგ, რაც სახდეპი ოლიგარქ ივანიშვილს დაასანქცირებს. 

ღიმილისმომგვრელი იყო, მამლის ყივილამდე რამდენჯერ უარყვეს ფარცხალაძე ქოცებმა, რომლებიც ფეხქვეშ ეგებოდნენ ფარცხალაძეს. ბატონო ბიძინა, იგივე ბედი გელით. დღეს ფეხებთან რომ ისროლა აშშ-მა და ეგ პატარა ბარტყი ფარცხალაძის სახით გამოავლინა, თქვენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ხართ, თქვენ ნახეთ, თქვენს უარყოფას როგორ დაიწყებენ ერთმანეთის მიყოლებით," - ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის დასანქცირება მხოლოდ პირველი ეტაპია და სანქცირებულ პირთა წრე გაფართოვდება. პარტიის თავმჯდომარე იმ 6 პირს ასახელებს, ვინც ამერიკული სანქციების სიაში მოხვდება. 

2022 წლის მაისში დავიწყეთ კამპანია, სადაც არის 6 ქართველი რუსი ოლიგარქი - ივანიშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, ხიდაშელი, უჩა მამაცაშვილი და ფარცხალაძე, ეს იყო მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და რუსულმა პარტიამ დაიჭირა პუტინის მხარე. 

ამ ადამიანებს ვამბობდი, რომ დაასანქცირებდნენ, ეს ექვსივე ადამიანი უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დასანქცირებული. ეს ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა და შემდეგი უკვე რუხაძეა, რუსი პროპაგანდისტი, ტვ იმედის დამფუძნებელი. იმის თქმა მინდა, რომ წელიწადი და 2 თვის წინ ამ ადამიანების  დასანქცირებაზე ვსაუბრობდით, ეს რეალობა გახდა ფარცხალაძესთან დაკავშირებით. 

მინდა რუსული პარტიის წარმომადგენლებს ვუთხრა - მძიმე რეალობა გაქვთ, ამ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება - შემდეგი იქნება რუხაძე, მერე მამაცაშვილი, ხიდაშელი, ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ფეხებთან ისროლა სახდეპმა და მისი ნათელმირონი ფსბ-ს აგენტია და ის მარტო ვერ იმოქმედებდა," - ამბობს ხაბეიშვილი.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, ფარცხალაძის კადრია მოქმედი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც, სწორედ ამიტომ ხაბეიშვილი თვლის, რომ ფარცხალაძე რუსული გავლენების გავრცელებას ქვეყანაში თანამზრახველებთან ერთად ცდილობდა.

მარჯვენა ხელია შოთაძე, შოთაძე დღეს არის პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პროკურორია, რეალურად ბრალმდებელი კი არ არის საქართველოს სახელით, არის ივანიშვილის, რუსულის სახელით. ყველა თანამდებობის პირი, ვისაც რაიმე სიახლოვე ჰქონია ფარცხალაძესთან, სასწრაფოდ უნდა ტოვებდეს თანამდებობას და საქმე იღძვრებოდეს იმიტომ, რომ ეს ხალხი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

შოთაძე დღეს თანამდებობაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, ფსბ-ის აგენტის გაგრძელებაა ის. მათ შორის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მყოფები, ვისაც კი რეკომენდაციას უწევდა ფარცხალაძე, იგივე ფინანსურ პოლიციაში ან ჰქონდა რაიმე კავშირი ბიზნესში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეჭვმიტანილია. 
ფსბ-ის აგენტი მარტო ვერ მოქმედებს, მას სჭირდება სანდო პირთა წრე, რომელთან ერთადაც აკეთებს რუსულ საქმეს, კი შოთაძე რუსულ საქმეს აკეთებს, როდესაც პუტინის დავალებით ტყვეობაში ჰყავთ სააკაშვილი - ფსბ-ის აგენტურამ წარუდგინა ბრალი პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს და დღეს ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, ასეთმა ადამიანებმა აღძრეს საქმე პრეზიდენტ სააკაშვილზე,“ - ამბობს ხაბეიშვილი.