ფარცხალაძის სანქცირება - ენმ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან აქციას აანონსებს და შოთაძის გადადგომას ითხოვს
აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირება - "ნაციონალური მოძრაობა" ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას აანონსებს. ისინი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მოითხოვენ.
როგორც ხაბეიშვილი "დღის ამბებთან" ამბობს, მოქმედი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძის კადრია, შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარის თქმით, ისიც ეჭვმიტანილია იმ ბრალში, რაშიც სახდეპმა ფარცხალაძე ამხილა.
მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიურობა, ჩვენ აუცილებლად პროკურატურასთან ორშაბათს მოვითხოვთ რუსი შოთაძის გადადგომას და იმ მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას, ვინც ეჭვმიტანილია, ვისი რეკომენდატორიც ფარცხალაძეა, ისინი თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ.
შედეგის მომტანი რამდენად იქნება, არ ვიცი, შედეგის მომტანი იქნება ბრძოლა," - ამბობს ხაბეიშვილი.