თუ გადაწყვეტს ივანიშვილთან ბრძოლას, ძალიან მარტივია ჩემთან საუბარი - ხაბეიშვილის მიმართვა მელიას

15.09.23 18:38
თუ გადაწყვეტს ივანიშვილთან ბრძოლას, ძალიან მარტივია ჩემთან საუბარი - ხაბეიშვილის მიმართვა მელიას

„მელია თუ გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას, ძალიან მარტივია ჩემთან საუბარი, მარტივია ჩემთან საუბარი,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „დღის ამბებში“ გააკეთა.

ხაბეიშვილი ნიკა მელიას მიმართავს და ამბობს, რომ თუ ის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტს, პარტიის ახალ თავმჯდომარესთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება. ხოლო ვინც ენმ-ის წინააღმდეგ წავა, ხაბეიშვილი სააკაშვილის სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ განულდება. 

ენმ-ის გვლანძღავს და კარგია? ჩემდა სამწუხაროდ, ყველა გამოსვლაში ენმ-ის ლანძღავს და მძიმეა ეს საყურებლად, ყველაფრის დავიწყება შეიძლება. ჩემთვის ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ბევრად მნიშვნელოვანი. ამიტომ საჯაროდ ვამბობ, არავითარი პრობლემა არავისთან, გუშინ ასე თქვა, ასე მოიქცა - არ გვაქვს ინტერესი, ყველა უნდა ვიყოთ ერთად. ვინც ამ ერთობას ხელს შეუშლის, ცალკე კიდევ ტალახს ესვრის ენმ-ის მას თავად გასცემს საზოგადოება პასუხს, მათ შორის განულდება ყველამ, ვინც გადაწყვეტს მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლას, ჩვენ მხოლოდ ერთ მტერს განვიხილავთ - ეს არის ბიძინა ივანიშვილი,“ - ამბობს ხაბეიშვილი.