სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდება - გაიქცა თუ არა საქართველოდან დასანქცირებული ფარცხალაძე?
გაიქცა თუ არა საქართველოდან დასანქცირებული ფარცხალაძე? წყნეთში, ე.წ კაკლების მდიდრულ უბანში ვერტმფრენი დღეს იმ დროს გამოჩნდა, როცა ადგილზე „პირველების“ გადამღები ჯგუფი მივიდა. საფრენი აპარატი შავი სასახლის ეზოში დაჯდა. მეტის დანახვა ვერ მოხერხდა, რადგან ფარცხალაძის რეზიდენცია დიდი გალავნით არის შემოსაზღვრული. მანამდე კი დაცვა ამტკიცებდა, რომ ბოსი სახლში იყო.
სანქცირებული ექს პროკურორის მცველებმა განგაშის სიგნალი ადგილზე „პირველების“ გამოჩენის შემდეგ ჩართეს. პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატში მხილებული ფარცხალაძე კი ამ დროს, სავარაუდოდ, რეზიდენციაში იმალებოდა.
აშშ ირწმუნება, რომ „ოცნების“ მთავრობის ყოფილი პროკურორი და ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი ფბს-ს აგენტია და საქართველოში რუსულ გავლენებზე მუშაობს. ამ მასშტაბის სკანდალი „ოცნების“ მთავრობას ცოტა ახსოვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. სუსმა მხოლოდ საკითხის შესწავლა დაიწყო და ეს საზოგადოებას რამდენიმე წინადადებიანი განცხადებით გააგებინა.
დუმს ქვეყნის პრემიერი, რომელმაც დღეს მთავრობის სხდომა ისე ჩაატარა,თითქოს არც არაფერი მოხმდარა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპოჯრტაჟში.