აქვს თუ არა კავშირი ფარცხალაძეს ივანიშვილთან? – „ოცნება“ დაბნეულია
დიდი აურზარი „ოცნებაში“ - მმართველი გუნდი დაბნეულია. გამქრალია ყველა ლიდერი. არავის უნდა კომენტარი გააკეთოს იმ სკანდალზე, რომელშიც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა. ერთდაერთი, ვინც იძულებით გააჩერეს ჟურნალისტებმა, შალვა პაპუაშვილი იყო. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, როგორმე დისტანცირდეს ოთარ ფარცხალაძისგან. ყოფილ მთავარ პროკურორს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ ის რიგითი მოქალაქეა, რომელიც არც საჯარო და რაც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა. თუმცა აქვს თუ არა კავშირი ყოფილ მთავარ პროკურორს ბიძინა ივანიშვილთან - ეს კითხვა „ოცნებისთვის“ დღეს ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის და ივანიშვილის ჩრდილოვანი მარჯვენა ხელის სტატუსიდან რიგით მოქალაქემდე ერთ დღეში დაეცა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს ყველაზე რთული ამოცანა იყო. ის ვინც ინტერვიუზე თანხმდებოდა, ფარცხალაძესთან „ქართული ოცნების“ კავშირს კატეგორიულად უარყოფდა.
ოპოზიცია კი სასწრაფო გამოძიების დაწყებას ითხოვს. ბრალდებების მთავარი ადრესატი ლილუაშვილის უწყებაა. სუსმა რუსეთის აგენტი ან ვერ გაშიფრა ან მიზანმიმართულად აუნთო მწვანე შუქი ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობისთვის. ორივე შემთხვევაში სწორედ ლილუაშვილის სამსახურის პასუხისმგებლობა იკვეთება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.