უნდა მოვემზადოთ, ალბათ, სხვა გვარებიც დასანქცირდებიან ივანიშვილის გარემოცვიდან - მიროტაძე
ანი მიროტაძეს სუს-ის მიერ მოკვლევის დაწყების არ სჯერა და ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ოთარ ფარცხალაძეს ვერაფერს ვერ გაუბედავს.
მიროტაძის თქმით, ალბათ, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ სხვა გვარებიც იქნება დასანქცირებულთა სიაში ივანიშვილის გარემოცვიდან.
თქვენ როგორ წარმოგიდგენია, რომ გრიგოლ ლილუაშვილი გაუბედავს ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ, საერთო ინტერესების მქონე ფარცხალაძეს რამეს? რა თქმა უნდა, შემოიდება თაროზე და მტვერი დაედება, ისევე როგორც ბევრ საქმეს. ფარცხალაძე ერთადერთი გვარი და ალბათ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ სხვა გვარებიც იქნება დასანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან". - განაცხადა მიროტაძე.