ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება - გოცირიძე

16.09.23 17:04
ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება - გოცირიძე

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება. ოპოზიციონერი სუს-ს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის საქმეზე მხოლოდ ბელეტრისტიკაა. 

გოცირიძე მოუწოდებს სუს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება.

ეს ისეთი საქმეა, რომელიც არ იფარცხება. ანუ, ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება ვერასდროს, იმიტომ, რომ სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სუს-ის ნუ ატყუებს ხალხს, რომ თურმე შესწავლა მიდის. შესწავლა არის ბელეტრისტიკა და მოკვლევაც ნახევრად სამართლებრივი ტერმინია. აღიძრას საქმე". - ამბობს გოცირიძე. 

 

მსგავსი სიახლეები