ფარცხალაძის კავშირები ღარიბაშვილთან - ჟურნალისტური გამოძიება

16.09.23 20:50
ფარცხალაძის კავშირები ღარიბაშვილთან - ჟურნალისტური გამოძიება

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის კავშირი ღარიბაშვილთან. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები 6 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებამდე რვა დღით ადრე გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო-მასალას ასაჯაროებენ. დგინდება, რომ ყოფილი პროკურორის ცოლი, ეკა ჩხიკვიშვილი, ღარიბაშვილების მიერ წავკისის ციხესიმაგრეში გადახდილ გრანდიოზულ წვეულებას ესწრებოდა. "შატო დე ვერეში",  საქართველოს პრემიერ მინისტრის მეუღლის ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე კი მხოლოდ ისინი დაპატიჟეს, ვინც პრემიერის ოჯახთან მჭიდრო კავშირშია.

ამასთან, "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის გვერდის ავლით შეინარჩუნა, მიზეზი კი სავარაუდოდ, ღარიბაშვილთან მეგობრობაა.  არადა, საქართველოს ორგანული კანონის 21-ე თანახმად, თუ პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს მას ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ყოფილ პროკურორთან მიმართებით კი ეს კანონი დაირღვა. 

უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ქართული პასპორტი ავტომატურად უნდა გაუქმებულიყო და ფარცხალაძეს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, თუმცა ფარცხალაძემ ეს არ გააკეთა. 

გარდა ამისა, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა და ასაჯაროებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის აგენტად გამოცხადებულ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ შეუნარჩუნა. 

რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის პირდაპირი კავშირი ღარიბაშვილთან - ნახეთ ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები