ფაილები ფარცხალაძის საქმიდან - მოპოვებულია ყოფილი პროკურორის რუსული დოსიე
ფაილები ოთარ ფარცხალაძის საქმიდან - საქართველოს ყოფილი პროკურორის რუსული დოსიე "შაბათის ეთერმა" რამდენიმე საათის წინ მოიპოვა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია ოთარ ფარცხალაძისთვის რუსული პასპორტის გაცემის დროს შევსებული კარტოტეკის ორიგინალი. ხელნაწერით ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილი პროკურორი რუსული პასპორტის მისაღებად ქალაქ ტულაში იყო ჩასული. ამას მისი ხელმოწერა ადასტურებს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, რუსეთში მხოლოდ ოთარ ფარცხალაძისთვის არ მიუნიჭებიათ პრივილეგიები - სავარაუდოდ, რუსეთში ბინადრობის უფლება ან უფრო მეტიც, მოქალაქეობა მისცეს ფარცხალაძის მეუღლეს, ეკატერინე ჩიკვიშვილს და ვაჟს ანდრია ფარცხალაძეს.
აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა ფარცხალაძემ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა 2021 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მიიღო.
რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ქართული პასპორტი ავტომატურად უნდა გაუქმებულიყო და ფარცხალაძეს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, თუმცა ფარცხალაძემ ეს არ გააკეთა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "პირველებს" განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პროკურორისთვის ორმაგი მოქალაქეობა არ მიუნიჭებია.
გარდა ამისა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციიდან მოპოვებული ამონაწერიდან დგინდება, რომ ფარცხალაძემ 2022 წელს, 2021 წელს გამოშვებული 2 ძვირადღირებული ავტომობილი დაირეგისტრირა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პროკურორი, რუსეთის ფედერაციაში დაჯავშნილი მანქანებით გადაადგილდება.
ერთი ავტომობილია "ტოიოტა ლანდ კრუიზერი", რომელიც ფარცხალაძემ 4.07.2022 წელს დაირეგისტრირა. რაც შეეხება "ლანდ კრუიზერ 300-ს", ის ყოფილი პროკურორის სახელზე 12.22.2022 ში დარეგისტრიდა.
ძვირადღირებული ავტომობილების ნაცვლად, ფარცხალაძე საზაფხულო სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს ახალი რუსების დასახლებაში, რომელიც რუსეთთან ახლოს მდებარეობს. ქონება 2021 წელს აქვს შეძენილი.
ყველა დეტალი ფარცხალაძის შესახებ - ნახეთ, ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში