გადაბირების თვე - ვინ გაყვება "ოცნებას" პოლიტიკურ თამაშში ოპოზიციიდან?!
დროის ათვლა დაწყებულია - საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა თქვას, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია პრემიერის თანხმობის გარეშე ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრებით.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", როგორც "შაბათის ეთერს" საპარლამენტო კულუარებში ეუბნებიან, "ოცნება" ხმების ნადირობის თვეს გამოაცხადებს.
ახლა მთავარია, ვინ გაჰყვება კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს პოლიტიკურ თამაშში და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.
ოპოზიციის გადაბირებას როგორც ჩანს, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ მთავარსარდალმა ელჩებს და ოპოზიციის ლიდერებს უთხრა.
გამოცდილი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ ოპოზიციიდან იმპიჩმენტს მხარს ვინმე დაუჭერს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ანგარიშზე დიდი ფული დაჯდა.