ჭკვიანად იყავით, თორემ მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ - ვინ სთავაზობდა ოპოზიციიდან მაჭუტაძეს "ოცნების" წესებით თამაშს?

16.09.23 22:44
ჭკვიანად იყავით, თორემ მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ - ვინ სთავაზობდა ოპოზიციიდან მაჭუტაძეს "ოცნების" წესებით თამაშს?

დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს "არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს". 

ოპოზიციონერი აქვე ამბობს, რომ ის კონკრეტული პარლამენტარების მოსყიდვას ოპოზიციის რიგებიდან არ გამორიცხავს. 

გარდა ამისა მაჭუტაძე "ტვ პირველის" ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც დღეს ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ, 2020 წელს, როცა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო, მის გადაბირებასაც ცდილობდნენ, რითაც "ქართული ოცნების" დავალებას ასრულებდნენ. 

ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ახლა ძალიან რადიკალურად ლაპარაკობს ჩვენზე ეთერებში, დადიოდნენ ჩემთან და მიიღეს ძალიან მკაცრი პასუხი ჩემგან. ვგულისხმობ 2020 წელს, როდესაც ჩვენ ვიყავით ბოიკოტში. ისინი იყვნენ ხელისუფლებიდან გამოგზავნილები და შემომთავაზეს (ბოიკოტის შეწყვეტა) თუ ჭკვიანად არ იქნებიან, აუცილებლად დავასახელებ და დოკუმენტებსაც წარმოვადგენთ. მათ მოიტანეს გარკვეული შემოთავაზება, მაშინდელი ვითარების შესაბამისი"- აცხადებს მაჭუტაძე. 

მსგავსი სიახლეები