"კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება" - "ლელო" კალაძის და პრემიერის გადადგომას ითხოვს

17.09.23 11:07
"კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება" - "ლელო" კალაძის და პრემიერის გადადგომას ითხოვს

შაბათის ეთერის ხმაურინი რეპორტაჟის შემდეგ "ლელო" კახი კალაძის და ასევე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. საქმე ეხება მაღალჩინოსნების მიერ სამტავრობო თვითმფრინავის "ტაქსად" გამოყენებას. 

თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ საქმე თანამდებობების ბოროტად გამოყენებას და სავარაუდო კორუფციას ეხება.

მიხეილ სააკააშვილის უმსგავსო ქცევა გამოიხატებოდა ამაში, სახელმწიფო სერვისები არასამსახურეობრივად გამოყენებაში. რით განსხვავდება კახი კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ქცევისგან, როგორც იქცეოდა სააკაშვილი, ეს გაუგებარია. აქ უმსგავსობას კიდევ ხვა მასშტაბი აქვს: მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი მაინც იყო, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. გამოძიება უნდა დაიწყოს, ეს ხალხი უნდა გადადგეს, როგორც წინა კვირის დასაწყისში უნდა გადამდგარიყო პრემიერი, ახლა უნდა გადადგეს კალაძე. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ეს არის კორუფცია, ეს არის კანონდარღვევა ძალიან ბევრ ეტაპზე, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერის დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად. 
ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.

ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის. 
 

მსგავსი სიახლეები