მაქვს იდეა, სამთავრობო თვითმფრინავს ტაქსის ლოგო დავახატოთ - იაგო ხვიჩია

17.09.23 11:13
მაქვს იდეა, სამთავრობო თვითმფრინავს ტაქსის ლოგო დავახატოთ - იაგო ხვიჩია

კახი კალაძის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენების საკითხს "გირჩი" ხუმრობით პასუხობს. იაგო ხვიჩიას თქმით, უკეთესი იქნება, თუ თვითმფრინავს ტაქსის ლოგო გაუკეთდება და მის ქირაობას შეძლებს ყველა, ვინც თანხას გადაიხდის.  

მაქვს წინადადება, რომლითაც, მემგონი, ყველა მოგებული დარჩება, რომ სამთავრობო თვითმფრინავს დავახატოთ ტაქსის ლოგო და მივაქირაოთ ყველა ადამიანს, ვინც შესაბამის თანხას გადაიხდის საფრენად. ამაზე უეკთეს დანიშNულებას, მემგონი, ამ თვითმფრინავს ვერ ვუპოვით და თან, ყველა ბედნიერი იქნება, რასაც ვუყურებ, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერიც დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად. 

ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.

ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის. 

მსგავსი სიახლეები