"ოცნება" ოლიგარქიასა და ხალხის გაღარიბებაშია მხილებული - გიორგი ვაშაძე

17.09.23 11:27
"ოცნება" ოლიგარქიასა და ხალხის გაღარიბებაშია მხილებული - გიორგი ვაშაძე

 მმართველობის მე-11 წელს "ოცნება" ოლიგარქიაშია მხილებული, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრემიერის და კახა კალაძის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. 

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ფუფუნებაში ცხოვრობს იმ დროს, როდესაც რიგითი მოქალაქეები ღარიბდებიან. 

საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციონერმა ლიდერმა თანამემამულეებსაც მიმართა და პირდაპირ უთხრა, რომ "ოცნების" მხარდაჭერა პირდაპირ ოლიგარქიული რეჟიმის მხარდაჭერას და მათ მიერ ქვეყნის ძარცვას ნიშნავს. 

მმართველობის მე-11 წელს მმართველმა პარტიამ მთლიანად დაამკვიდრა საქართველოში ოლიგარქია. ნოდარ მელაძის შაბათში ამ ორი კვრიის განმავლობაში ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება ვნახეთ ოლიგარქიის. სწორედ ამ ოლიგარქიისგან გათავისუფლებაზე გველაპარაკება ევროკავშირი თუ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ელიტა ზე მდიდარი, ფუფუნებაში მცხოვრები ხალხის ხარჯზე. პირადი ინტერესებითვის იყენებს სახელმწიფო საკუთრებას, მეორე მხრივ, ხალხის უკიდურეს სიღარიბეშია. 300 ლარს უგდებენ ადამიანებს, რომ „ჩუმად იყავი, ჩემი დავალბებეი შეასრულე 300 ლარად, თვითონ მილიონებს ხარჯავენ საკუთარი ფუფუნებისთის და ძარცვავენ ქვეყანას. 

„ქართული ოცნება“ მმართველობის მე-11 წელს პირდაპირ მხილებულია ოლიგარქიაში, მხილებულია რუსული ინტერესების გატარებაში და ფარცხალაძეც სწორედ ამ ოლიგარწიული რეჟმის წარმომადგენელია, რომელიც რუსულ ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა ქვეყანაში  და მხილებულია ქვეყნის და ხალხის გაღარიბებაში. ამაზე მეტი რა უნდა იყოს? და ისეთი თავხედები არიან, რომ პასუხის ღირსადაც კი არ ხდიან ჟურნალისტებს, საზოგადოებას.

მინდა ჩვენს თანამემამულეებს მივმართო: მეგობრებო, თუ თქვენ კიდევ მხარს უჭერთ „ქართულ ცონებას“, იცოდდეთ, რომ თქვენ მხარს უჭერთ ოლიგარქიულ რეჟიმს, თქვენ მხარს უჭერთ ქვეყნის ძარცვას, მათ გამდიდრებას და თქვენ გაღარიბებას, - განაცხადა ვაშაძემ. 
 

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერის დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად. 
ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.

ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები