"რუსებით სავსე ქალაქი" - თბილისის ქუჩები საპროტესტო პლაკატებით აჭრელდა
"მეტი რუსი ქალაქში" - თბილისი საპროტესტო ბანერებით აჭრელდა. ახალი კამპანია პარტია "ლელომ" წამოიწყო. პლაკატები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, დილიდან გაჩნდა.
ხაზარაძე-ჯაფარიძისს პოლიტიკურ გაერთიანებაშიი ფიქრობენ, რომ რუსების უკონტორლო შემოდინება ჩვენს ქვეყანაში საფრთხის შემცველია, რის გამოც რეაგირებას ითხოვენ. "გაამკაცრეთ რეგულაციები" - ამბობენ "ლელოში".
ხელისუფლება, რუსული ოცნება და კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თბილისში, ყველა უბანში იქნებოდა მეტი სიცოცხლე, მაგრამ რეალურად, ჩვენ მივიღეთ მეტუ რუსი ყველა უბანში და რუსებით სავსე ქალაქი მივიღეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკრათ სტიკერები მთელ ქალაქში, რათა დავანახოთ მოსახლეობას რეალობა და იმის გამომწვევი მიზეზები, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ გაივსო საქართველო რუსებით, - ამბობს "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ოთო ფარულავა.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ რუსულნომრიანი ავტომობილები, რომლებიც ისედაც აქოტურ ქუჩებში მეტ ქაოსს ქმნიან, ხშირად მოძრაობის წესებსაც არღვევენ. ოპოზიციის წევრი რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს.
ჩვენი ქუჩები არის ისედაც გადატვირთული, რუსულნომრიანი მანქანები, რომლებიც ამავდროულად არის ჩაბურული, ხშირად არღვევენ ხოლმე მოძრაობის წესებს და წესრიგს, აუცილებელია, რომ ამას ჩვენ სათანადო პასუხი გავცეთ იმისთვის, რომ თბილისი სიედაც ქაოტური ქუჩები კიდევ უფრო დიდ ქაოსში არ შევიდეს. აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა დამატებით რეგულაციები შემოიღოს იმ ავტომობილებისთვის, რომელიც შემოსულია საქართველოში უცხო ქვეყნიდან და განსაკუთრებით რუსეთიდან, - ამბობს ბუაძე.