კონტრპროდუქტიულია და აღრმავებს პოლარიზაციას - დავით ბაქრაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

17.09.23 12:06
კონტრპროდუქტიულია და აღრმავებს პოლარიზაციას - დავით ბაქრაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

გადააყენებს თუ არა ხელისუფლება პრეზიდენტს? - დავით ბაქრაძე, რომელიც  საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი იყო, გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიციაში მხარდაჭერა ჰქონდეს. მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესი კონტრპროდუქტიულია და ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. 

ვიზიარებ იმ შეფასებას, რომელიც ჩვენ ევროპელ მეგობრებს გააჩნიათ, რომ დღეს იმპიჩმენტის პროცესი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, აღრმავებს პოლარიზაციას და ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ამიტომ, რაც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება ქალბატონ ზურაბიშვილის მიმართ, ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, გამორიცხულია იმპიჩმენტის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს არ ემსახურება არაფერს. ის ადამიანი, ვინც დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას მისცემს, ხვალ ვეღარ იტყვის, რომ ის არის "ოცნების" ოპოზიციაში, - თქვა ბაქრაძემ "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას. 

საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზურაბიშვილის კიდევ ერთი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  

მსგავსი სიახლეები