მანჯგალაძე: პრეზიდენტი "კავკასიის ტყვე ქალი" არ არის, რომ კობახიძის ნებართვის გარეშე ევროპელ ლიდერებს ვერ შეხვდეს

17.09.23 12:12
მანჯგალაძე: პრეზიდენტი "კავკასიის ტყვე ქალი" არ არის, რომ კობახიძის ნებართვის გარეშე ევროპელ ლიდერებს ვერ შეხვდეს

პრეზიდენტი არ არის კავკასიის ტყვე ქალი, რომ კობახიძის ნებართვის გარეშე ვერ წავიდეს და ვერ შეხვდეს ევროპელ ლიდერებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებსლი" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებას" მოუწევს ახსნას, როგორ უღალატა ზურაბიშვილმა ქვეყანას ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებით. პაატა მანჯგალაძე პირდაპირ ამბობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" პრეზიენტის იმპიჩმენტის საკითხში "ოცნების" გვერდით ვერ დადგება. 

პრეზიდენტი არ არის კავკასიის ტყვე ქალი, რომ კობახიძის ნებართვის გარეშე ვერ წავიდეს და ვერ შეხვდეს ევროპელ ლიდერებს. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ და კობახიძემ უნდა დაადასტუროს გერმანიის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრით როგორ დაარღვია და როგორ უღალატა საქართველოს ინტერესს პრეზიდენტმა. მე არ გამოვირჩევი დიი წარმოგენით სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ როდესაც ევროპული კურსის გამო ხდება ადამიანზე შეტევა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავდგებით „ქართული ოცნების“ გვერდით. არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რაიმე გადაწყვეტილებაში მონაწილეობიას მიღება წაადგეს იმ პროცესს, რომელიც გვჭირდება ჩვენ მორალური უპირატესობის მისაღებად „ქართულ ოცნებას“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები