"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს აშანტაჟებს - ირაკლი ქადაგიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალს პრეზიდენტის დაშანტაჯებაში სდებს. ქადაგიშვილის ირწმუნება, რომ ენმ იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობის არმიღების სანაცვლოდ, სააკაშვილის შეწყალებას მოსთხოვს.
ამასთან, "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ქმედებები ქვეყანაში რადიკალიზაციას აღრმავებს და ასევე მმართველობითი სისტემის აღრევას იწვევს.
"ნაციონალური მოძრაობა“ ამ ნაბიჯით აშანტაჟებს პრეზიდენტს და ეუბნება, რომ თუ გინდა, რომ ჩვენ არ შევიეთ და შენი იმპიჩმენტის საკითხი არ გავიდეს, ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მაგრამ თუ მანამდე იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ არ მომხდარიყო კონსტიტუციის იმდაგვარი დარღვევა, რომელიც ქვეყანაში რადიკალიზაციის გაღრმავებას და ქვეყანაში მმართველობითი სისტემის აღრევას გამოიწვევდა. სწორედ ამის პრევენციისთვის ერთადერთი სწორი, სამართლებრივი კონსტიტუციური გზა ავირჩიეთ ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერიქტი და ეს გზა სწორედ იმპიჩმენტის მექანიზმის ამოქმედებაზე გადის, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.