სამთავრობო თვითმფრინავით გახორციელებული ფრენები - "ჯორჯიან ეარვეისი" ინფორმაციას მალავს
საქართველოს ავიახაზები სამთავრობო ბორტით განხორციელებულ ფრენებზე ინფორმაციას დეპუტატებს უმალავს. თეონა აქუბარდიას არ მიაწოდეს დოკუმენტები, სადაც ჩანს, ვინ დაფრინავდა სი-არ-ჯი 200-ით.
პრემერის მეგობრის, თამაზ გაიაშვილის დაფუძნებულ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ეს მასალები სახელმწიფო საიდუმლოებაა. პარლამენტის წევრი ეჭვობს, რომ შაბათის ეთერის მიერ აღმოჩენილი სკანდალური ფრენები - ღარიბაშვილის და კალაძის მგზავრობა ზღვაში წვეთია. სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენება გაცილებით დიდ მასშტატებებზე გადის.
მიპასუხა „ჯორჯიან ეარვესიმა“ რომ კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოებაა თურმე ბატონი კახი კალაძის ფრენები ან იგივე პრემიერ ღარიბაშვილის და მაშინ, როცა პირადად დაშვება მაქვს სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ამ მოეცმულობაში, გასაგებია, რატომ მალავენ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ხელი დააფარონ იმ უკანონობას, რაც ქვეყანაში ხდება, - ამბოსბ თეონა ქუბარდია.
შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერის დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად.
ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.