ღარიბაშვილის და კალაძის, სავარაუდოდ, კორუფციული ვოიაჟები შესწავლას საჭიროებს - საბა ბუაძე
ფრენები სამთავრობო თვითმფრინავით - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე საკითხი შესწავლას ითხოვს. ოპოზიცის წევრი სავარაუდო კორუფციაზე საბრობს და ამბობს, რომ არნიშნული საკითხი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ღარიბაშვილის და კალაძის ეს, სავარაუდოდ, კორუფციული ვოიაჟები აუცილებლად საჭიროებს შესწავლას. სახეზე არის, ერთის მხრივ, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, სამარცხვინო და თანამდებობისთვის შეუფერებელი ქცევა და მეორეს მხრივ, სავარაუდო დანაშაულის ნიშნები და ამიტომ ყველა ამ მზაგვრობას სჭირდება შესაბამისი შესწავლა, - ამბობს საბა ბუაძე.
შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერის დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად.
ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.
ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის.