პრეზიდენტი ისევ უცხოეთშია - სალომე ზურაბიშვილი ფოტოს შვეიცარიიდან აქვეყნებს
სალომე ზურაბიშვილი ისევ უცხოეთშია. საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ფოტოს შვეიცარიიდან აქვეყნებს. კადრში ზურაბიშვილი ნიკო ფიროსმანის ნახატის „ კახეთის მატარებლის“ ფონზე ჩანს. ჯერ უცნობია, რა მიზნითაა პრეზიდენტი ქალაქ ბაზელში ჩასული.
დადასტურებულია, რომ ზურაბიშვილი შევიცარიაში საკუთარი სახსრებით იმყოფება, რადგან მტავრობის ადმინისტრაციის მიერ ჯერ კიდევ 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ პრზიდენტს 16 სექტემბერს შვეიცარიაში ვიზიტზე უარი ეთქვა.
ოპოზიციაში პრეზიდენტს საქციელ უწონებენ. მათი თქმით, "ქართული ოცნება ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს.
რასაკვირველია, კარგია, როესაც საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს საქართელოს ევროინტეგრაციის პროცესში, თუმცა მთავარი შეკითხვა არის მთავრობის მიმართ, რას აკეთებ საქართველოს მთვრობა იმისთვის, რომ საქართელომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაუახლოვდეს ევროკავშირს და როგორ არწმუნებენ ისინი ჩვენს პარტნიორებს და რას ეუბნებიან მათ, როესაც არ ასრულებენ იმ 12 პუნქტს, რომელიც ევროკომიას საქართველოს გაუწერა, - ამბობს საბა ბუაძე.