მოვითხოვთ გამოძიებას ფარცხალაძის, კალაძის და ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულებებზე - ბოტკოველი
პრემიერის ოჯახის საეჭვო გამდიდრება - საგანგებო ბრიფინგი ენმ-ს ოფისში გიორგი ბოტკოველმა გამართა. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ იმ ქალაქში, სადაც ღარიბაშვილები მდიდრდებიან, ადამიანები შიმშილობენ. საუბარია დედოფლისწყაროზე, სადაც ხელისუფლება მევენახეებს ყურადღებას არ აქცევს.
ამასთან, ოპოზიციის წევრი კახი კალაძის და ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო დანაშაულებებზე საუბრობს და პროკურატურას საქმეებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
კახეთში არსებული მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და იქ მოწეული მოსავლის რეალიზების პრობლემასთან ერთად, არიან ადამიანები, რომლებსაც მთლიანად გაუნადგურდათ მოსავალი. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიან მოწოდებული "ნოდარ მელაძის შაბათის" გადაცემაში, სადაც დასტურდება თუ როგორი დამნაშავეა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თუ როგორი ადმნაშავეა თბილისის მერი კახი კალაძე. რა ბიზნეს აქტიურობას და რა ბიზნესრეკეტს ეწევა ფარცხალაძე, რომელიც დღეს უკვე არის რუსეთის მოქალაქე და დანაშაულებრივად ის კვლავ ინარჩნებს საქართველოს მოქალაქეობას სწორედ მტავარი ჯაშუშის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტულ ამ ფაქტებთან დაკავშირეით პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოტარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე კახი კალაძეზე, რომლებიც საქართველოში ქართელი ხალხის ფულით, ქართელი ხალხის ინტერესების საწინააღმეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს, - განაცხადა ბოტკოველმა.