რაც ქვეყანაში ხდება, ცხადყოფს, რომ მაღალჩინოსნებს შორის აღებ-მიცემაა გაჩაღებული - პოლიტოლოგი

17.09.23 15:14
რაც ქვეყანაში ხდება, ცხადყოფს, რომ მაღალჩინოსნებს შორის აღებ-მიცემაა გაჩაღებული - პოლიტოლოგი

რაც ქვეყანაში ხდება, ცხადყოფს, რომ მაღალჩინოსნებს შორის აღებ-მიცემაა გაჩაღებული, - ამის შესახებ პოლიტიკოლოგი გიორგი კუბლაშვილი საუბრობს. საქმე ეხება ხელისუფლების უმაღლესი თანამეობის პირების მიერ სამტავრობოს თვითმფრინავის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. 

ექსპერტი ამბობს, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დანაშაულში მხილებული მაღალჩინოსნები თანამდებობებზე უკვე არარ იქნებოდნენ. 

ის, რაც ამ კონტექსტში ხდება ჩვენს ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ კონტექსტში, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანში უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის გაჩაღებულია აღებ-მიცემა. ქვეყანა არის, ფაქტობრივად, დისფუნქციური, იმიტომ, რომ ჰყავს მთავრობა, რომელიც დაკავებულია თავისი პირადი პრობლემების მოგვარებით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ცხადია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს ადამიანები თანამდებობებზე აღარ იქნებოდნენ და მეტიც, ეს პოლიტიკური ძალა განწირული იქნებოდა ძალიან მძიმე მარცხისთვის, - ამბობს პოლიტოლოგი გიორგი კუბლაშვილი. 

მსგავსი სიახლეები