"გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე" - აქცია პროკურატურასთან

18.09.23 12:30
"გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე" - აქცია პროკურატურასთან

"გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე" - გენერალურ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციას "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" მართავს.

აქციის მონაწილეები აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამის გარდა, როგორც საპროტესტო აქციის წევრები ამბობენ, მოქმედი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სწორედ ოთარ ფარცხალაძის კადრია, შესაბამისად, ის გამოძიებას ობიექტურად არ ჩაატარებს და ამიტომ შოთაძის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს გენერალურ პროკურატურასთან პლაკატები აქვთ მიტანილი წარწერებით - „სანქცირებული სასამართლო სანქცირებული პროკურატურა“, „რუსეთის ჯაშუშის მიერ მართული პროკურატურა“, „გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე“, „KGB-შნიკების ოცნება“.

ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. აშშ-მა სანქცირების სკანდალური დოკუმენტი, სადაც რუს-ქართველ ოლიგარქად არის მოხსენიებული ფარცხალაძე და რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია მხილებული, გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაუწყია, მხოლოდ სუს-მა გაავრცელა მცირე განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება მხოლოდ და მხოლოდ მოკვლევას იწყებს. 

მსგავსი სიახლეები