პრეზიდენტი ღელავს იამზე, რა დაბრკოლებებსაც სახელისუფლებო ნაბიჯები უქმნის ქვეყანას - ნაცვლიშვილი

18.09.23 16:09
პრეზიდენტი ღელავს იამზე, რა დაბრკოლებებსაც სახელისუფლებო ნაბიჯები უქმნის ქვეყანას - ნაცვლიშვილი

საქართველოს ევროპული მომავალი - ათონელის რეზიდენციაში, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა ამ გზაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსულმა "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა "პირველებს" განუცხადა, პრეზიდენტი ღელავს იმ დაბრკოლებაზე რასაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აწყდება: 

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ და ყველაფერი ამის საერთო საფუძველი ცხადია, საქართველოს ევროპული მომავალი და ის ნაბიჯებია, რომელსაც პრეზიდენტი დგამს და გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ინტერესების დასაცავად. 

 განსაკუთრებით ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით. ცხადია, ძალიან შემაშფოთებელია ხელისუფლების  დამოკიდებულება, არა პერსონალურად პრეზიდენტის მიმართ,  ამაზე არ ღელავს საერთოდ, თუმცა ღელავს იამზე, რა დაბრკოლებებსაც სახელისუფლებო ნაბიჯები უქმნის ქვეყანას"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე ევროპის კარი არ დაიხუროს.

პრეზიდენტს, რაც აღელვებს ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული და ბევრს მუშაობს იამზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს რაც შეიძლება დადებითი, იმიტომ რომ ქართველი ხალხის სურვილი და მოთხოვნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ სწორედ ეს არის.

სწორედ ამას ემსახურება მისი ევროპაში ვიზიტები,  ვფიქრობ, რომ ის აქტიურად გააგრძელებს ავროპაში ვიზიტებს იმიტომ, რომ ეს არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება და რამდენი ტექნიკური თუ სხვა ტიპის დაბრკოლებაც არ უნდა შექმნას ქართულმა ოცნებამ, ჩემთვის ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ  უფრო ნათელია, რომ ეს დაბრკოლებები და აბსოლუტურად აბსურდული იმპიჩმენტის პროცესი ვერ შეაჩერებს პრეზიდენტს და ვერ შეაჩერებს მის სამუშაოს"- აცხადებს ნაცვლიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები